Presentation is loading. Please wait.

Presentation is loading. Please wait.

Georgian National Energy And Water Supply Regulatory

Similar presentations


Presentation on theme: "Georgian National Energy And Water Supply Regulatory"— Presentation transcript:

1 Georgian National Energy And Water Supply Regulatory
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission ევროკავშირის დირექტივები - ელექტროენერგეტიკა, ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიები თბილისი, საქართველო დეკემბერი, 2014

2 ელექტროენერგეტიკული სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიმოხილვა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission ელექტროენერგეტიკული სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიმოხილვა ეროვნული მარეგულირებელი ორგანო; კონკურენცია; მომხმარებელთა დაცვა; ტრანზიტი; მესამე მხარის დაშვება; გამოყოფა; ენერგოეფექტურობა; განახლებადი ენერგიები.

3 ეროვნული მარეგულირებელი ორგანო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ერთი მარეგულირებელი ორგანო; დამოუკიდებლობა; მონიტორინგი; სავალდებულო ხასიათის მქონე გადაწყვეტილებების მიღებისა და სანქციების დაკისრების უფლებამოსილება; ინფორმაციის მოთხოვნის უფლებამოსილება; საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლებამოსილება; მარეგულირებლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება;

4 ერთი მარეგულირებელი ორგანო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission ერთი მარეგულირებელი ორგანო ელექტროენერგიის დირექტივის 35-ე მუხლი - ერთი მარეგულირებელი ორგანო ეროვნულ დონეზე; სემეკი შექმნილია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ის არის ერთადერთი მარეგულირებელი ორგანო ენერგეტიკის სექტორში ეროვნულ დონეზე.

5 Georgian National Energy And Water Supply Regulatory
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission დამოუკიდებლობა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობა და დარწმუნდნენ, რომ ის მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის საფუძველზე მოქმედებს. სემეკი არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. სემეკს ენიჭება საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების გაცემის, აგრეთვე ლიცენზიატების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, ბაზრის ოპერატორისა და მიმწოდებლების საქმიანობის რეგულირების, მათ შორის, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის, უფლება.

6 Georgian National Energy And Water Supply Regulatory
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission მონიტორინგი დირექტივის შესაბამისად ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს მონიტორინგი. სემეკის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი. გადაცემის სისტემის ოპერატორების საინვესტიციო გეგმების მონიტორინგი არ ხვდება სემეკის ფუნქციებში. თუმცა, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 34–ე მუხლი ავალდებულებს გადაცემის ლიცენზიატებს, შეიმუშავონ და მარეგულირებელსა და საზოგადოებას წარუდგინონ საინვესტიციო პროგრამა. ენერგო უსაფრთხოება ნახსენებია 2006 წლის ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ დოკუმენტის მე–2 მუხლში, თუმცა ეს დადგენილება არაფერს ამბობს მონიტორინგის უფლებაზე.

7 Georgian National Energy And Water Supply Regulatory
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission სავალდებულო ხასიათის მქონე გადაწყვეტილებების მიღებისა და სანქციების დაკისრების უფლებამოსილება ელექტროენერგიის შესახებ დირექტივის 37–ე მუხლის მე–4 პუნქტი; საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობისათვის პასუხისმებლობას, მაგრამ გამოყენებული სანქციები არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებს.

8 ინფორმაციის მოთხოვნის უფლებამოსილება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission ინფორმაციის მოთხოვნის უფლებამოსილება ელექტროენერგიის შესახებ დირექტივის 37–ე მუხლის მე–4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს უფლებას ანიჭებს ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე საწარმოსაგან მოითხოვოს მისი ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მიხედვით, კომისიის წევრსა და აპარატის თანამშრომელს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ეძლევათ ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორის, მიმწოდებლისა და ბაზრის ოპერატორის იმ პერსონალთან და იმ დოკუმენტაციასთან შეუფერხებლად მუშაობის საშუალება, რომლებიც საჭიროა კომისიისათვის მინიჭებული ფუნქციების შესასრულებლად“.

9 საგამოძებო მოქმედების ჩატარების უფლებამოსილება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission საგამოძებო მოქმედების ჩატარების უფლებამოსილება ელექტროენერგიის შესახებ დირექტივის 37–ე მუხლის მიხედვით, მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია, ჩაატაროს გამოძიება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და შემდეგ დააწესოს გარკვეული ზომები არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად. თუ საჭირო გახდება, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს უფლება აქვს, ითანამშრომლოს კონკურენციის სააგენტოსთან, ფინანსური სექტორის მარეგულირებელ ორგანოსთან ან ევროკომისიასთან. საქართველოს კანონმდებლობა ასეთ უფლებამოსილებას სემეკს არ ანიჭებს.

10 მარეგულირებლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission მარეგულირებლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ელექტროენერგიის შესახებ დირექტივის 37–ე მუხლის მე-16 და მე-17 მუხლები ითვალისწინებს მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის, არგუმენტირებულობისა და საჯაროდ ხელმისაწვდომობის მოთხოვნას. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მიხედვით, კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომაზე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიატების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მომხმარებლებისა და ბაზრის ოპერატორისათვის.კომისიის ყველა დადგენილება და გადაწყვეტილება, ბრძანება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის. კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის წესს განსაზღვრავს კომისია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

11 Georgian National Energy And Water Supply Regulatory
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission კონკურენცია ელექტროენერგიის შესახებ დირექტივის პირველი მუხლი - წევრმა სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ „გაერთიანებაში კონკურენტული ელექტროენერგეტიკული ბაზრების ინტეგრირებასა და გაუჯობესებას.“; საქართველოში კონკურენციის შესახებ საკითხები სპეციფიკურ კანონმდებლობაში ასახული არ არის. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშავონ რეგულირების, კონტროლისა და გამჭვირვალობის ეფექტიანი მექანიზმები, რათა თავიდან იქნას აცილებული დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება განსაკუთრებით მომხმარებლებთან მიმართებაში. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი არ მოიცავს დებულებას, რომელიც დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას შეეხებოდა; „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლით იკრძალება დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. თუმცა კანონის მოქმედება არ ვრცელდება მესამე მხარის ქსელში დაშვებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.

12 Georgian National Energy And Water Supply Regulatory
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission კონკურენცია 714/2009 რეგულაცია - კომპეტენტური ორგანოების უფლებამოსილება ბაზარზე უფლებების ბოროტად გამოყენების გამოსაძიებლად. კონკურენციის შესახებ კანონის შესაბამისად კონკურენციის სააგენტო უფლებამოსილია აწარმოოს საქმის მოკვლევა წარდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე, ან საკუთარი ინიციატივით.

13 Georgian National Energy And Water Supply Regulatory
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission მომხმარებელთა დაცვა ელექტროენერგიის შესახებ დირექტივის მე–13 პუნქტის მიხედვით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ დამოუკიდებელი მექანიზმის არსებობა. სემეკის 2014 წლის 6 მარტის N6 დადგენილების მე–7 მუხლი ეხება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს. საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი საქმიანობაა, ფინანსდება რეგულირების საფასურიდან და აისახება სემეკის ბიუჯეტში.

14 Georgian National Energy And Water Supply Regulatory
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission ტრანზიტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულება ენერგეტიკული ქარტიის მე–7 მუხლი - საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა ტრანზიტის შესახებ. ახლახანს შეტანილი ცვლილებების თანახმად, ტრანზიტი ხვდება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირებაში.

15 Georgian National Energy And Water Supply Regulatory
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission მესამე მხარის დაშვება ელექტროენერგიის შესახებ დირექტივის 32–ე მუხლი - წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მესამე მხარის დაშვება გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებზე. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 –ე მუხლის მიხედვით, „ელექტროენერგიის განაწილების ან/და გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის საფასურად თავის ქსელში გაუტაროს ელექტროენერგია იმ პირებს, რომლებსაც ამ კანონით უფლება აქვთ, ელექტროენერგია გაყიდონ უშუალოდ ელექტროენერგიის მომხმარებლებზე. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“ - 28–ე და 29–ე მუხლები .

16 Georgian National Energy And Water Supply Regulatory
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission ანგარიშების გამოყოფა 1978 წლის 25 ივლისს 78/660/EC მეოთხე საბჭოს დირექტივის 44(2)(g)(*) მუხლის საფუძველზე, კონკრეტული ტიპის კომპანიების წლიური ანგარიშების შესახებ - საწარმოს ევალება განცალკევებული ანაგარიშების წარმოება სხვადასხვა საქმიანობისათვის. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 46–ე მუხლი ერთიანი საბუღალტრო–სააღრიცხვო სისტემის თაობაზე - თუ პირი ფლობს ერთზე მეტ ლიცენზიას ან/და სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად ეწევა სხვა სამეწარმეო საქმიანობას, იგი ვალდებულია სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის მუხლების აღრიცხვა აწარმოოს განცალკევებულად, ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შესაბამისად.

17 Georgian National Energy And Water Supply Regulatory
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission ენერგოეფექტურობა ენერგოეფექტურობის შესახებ ევროკავშირის დირექტივა 2012/27/EU ადგენს წევრი სახელმწიფოებისთვის შესასრულებლად სავალდებულო წესებს ენერგოეფექტურობის შესახებ მოთხვონების შესასრულებლად. ენერგოეფექტურობა ნახსენებია „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში, მაგრამ მისი იმპლემენტაცია არ ხდება და, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა ენერგოეფექტურობის შესახებ საკითხებს არ არეგულირებს. ენერგოეფექტურობა ასევე ნახსენებია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართელოს კანონში. ამ კანონის მე–3 მუხლში, რომლის თანახმადაც, „სამინისტრო შეიმუშავებს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფს მათ განხორციელებას. ამ ამოცანის გადაწყვეტის პროცესში სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია: ენერგეტიკული რესურსების მოპოვების გაფართოების, განახლებადი (ალტერნატიული) ენერგიის წყაროების უპირატესი ათვისების, ენერგოეფექტიანი ღონისძიებების ხელშეწყობა, რომლებიც დაკავშირებულია წარმოების ეფექტიანობის გაზრდასთან.“

18 ენერგოეფექტურობის მიზნები და სავალდებულო სქემები
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission ენერგოეფექტურობის მიზნები და სავალდებულო სქემები წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დასახონ ენერგოეფექტურობის მიზნები შიდა დონეზე. ამ დროს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული 2020 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემები, ენერგიის დაზოგვის 20%. ენერგოეფექტურობის შესახებ დირექტივის მე-7 მუხლი ელექტროენერგიის მწარმოებლებსა და გამანაწილებელ კომპანიებს აკისრებს ენერგიის დაზოგვის ვალდებულებას. კომპანიების მიერ დაზოგილმა ენერგიამ მათ მიერ გაყიდული ენერგიის პროპორციულად უნდა შეადგინოს 1.5%. ენერგოეფექტურობის მისაღწევად საქართველომ უნდა აირჩიოს დადგენილი, შემოთავაზებული ზომებიდან ერთ-ერთი, რათა გაუმჯობესდეს ენერგოეფექტურობის სქემები.

19 ენერგო აუდიტი და აღრიცხვა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission ენერგო აუდიტი და აღრიცხვა ენერგოეფექტურობის შესახებ დირექტივის მე-8 მუხლი ეხება ენერგო აუდიტის ჩატარებას და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს შეიმუშავონ აუდიტის პროგრამები მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საბოლოო მომხმარებლები ფლობდნენ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, გათბობისა და კონდეცირების სისტემის მრიცხვლებს და შესაძლებელი იყოს ენერგიის დაზოგვა. „ჭკვიანი მრიცხველების“ დანერგვა სისტემის ოპტიმაციზაციისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის.

20 Georgian National Energy And Water Supply Regulatory
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission განახლებადი ენერგია “განახლებადი ენერგიის შესახებ” 2009/28/EC დირექტივა ადგენს განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ენერგიის წარმოებისა და წახალისების საერთო წესებს. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ აწესრიგებს განახლებადი ენერგიების შესახებ საკითხებს.

21 Georgian National Energy And Water Supply Regulatory
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission ეროვნული მიზნები, ზომები და სამოქმედო გეგმა განახლებადი ენერგიების წყაროების შესახებ განახლებადი ენერგიის შესახებ დირექტივის მე–3 მუხლის მიხედვით, თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ 2020 წლისათვის უნდა გაზარდოს განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილი ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებაში. განახლებადი ენერგიის შესახებ დირექტივის მე–3 მუხლის მე–3 პუნქტში განსაზღვრულია ის ზომები, რაც წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ მიზნების მისაღწევად. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშავონ ეროვნული სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმამ უნდა გაითვალისწინოს სხვა ენერგო ეფექტური ზომები. ამავე გეგმებით ასევე უნდა დადგინდეს პროცედურა დაგეგმვისა და ფასწარმოქმნის სქემებისა და ქსელებზე დაშვების შესახებ.

22 განახლებადი ენერგიების წარმოშობის გარანტიები
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission განახლებადი ენერგიების წარმოშობის გარანტიები განახლებადი ენერგიის შესახებ დირექტივის თანახმად, თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგიის წარმოშობა. ასეთ გარანტიებში მოცემული ინფორმაცია აღიარებულ უნდა იქნას სხვა წევრ სახელმწიფოშიც. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა. თითოეული ენერგობლოკის მიმართ გაცემული უნდა იყოს წარმოშობის არაუმეტეს ერთი სერტიფიკატი. ის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ წარმოშობის სერტიფიკატის ელექტრონულ გაცემას, ტრანსფერისა და გაუქმების სიზუსტეს, საიმედოობასა და გაყალბებისგან დაცვას.

23 Georgian National Energy And Water Supply Regulatory
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია Georgian National Energy And Water Supply Regulatory Commission დიდი მადლობა! მარი იოსელიანი დეპარტამენტის დირექტორი საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი


Download ppt "Georgian National Energy And Water Supply Regulatory"

Similar presentations


Ads by Google