Presentation is loading. Please wait.

Presentation is loading. Please wait.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობა მოდული „ფინანსები და.

Similar presentations


Presentation on theme: "ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობა მოდული „ფინანსები და."— Presentation transcript:

1 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობა მოდული „ფინანსები და საბანკო საქმე“ IV კურსის სტუდენტები მარიამ რუხაძე თათია გოგიშვილი პ რ ო ე ქ ტ ი თ ე მ ა ზ ე : განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა ხელმძღვანელი: ლალი ხურცია თბილისი 2011

2 ტერმინში განვითარებადი მოიაზრება ისეთი ქვეყნები, სადაც შედარებით დაბალი ცხოვრების დონეა, განუვითარებელი ინდუსტრიული ბაზა და საშუალო ან დაბალი ჰუმანური განვითარების ინდექსია. გლობალურად ხანგრძლივი განვითარების წინაპირობაა სამი შუალედური მიზნის მიღწევა: 1. ეკონომიკის ზომიერი ზრდა; 2. სოციალური სამართლიანობა 3. ეკოლოგიური სიმტკიცე.

3 გფრ-ის ხელისუფლებამ გამოაცხადა განვითა-რების ხელშემწყობი ხუთი უმნიშვნელოვანესი შიდა ჩარჩო-პირობა განვითარების პოლიტი-კური ინსტრუმენტების გამოსაყენებლად: 1. ადამიანის უფლებების დაცვა; 2. მოსახლეობის მონაწილეობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში; 3. სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა და სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა; 4. სოციალური საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება; 5. სახელმწიფოებრივი საქმიანობის განვითარებაზე ორიენტირება.

4 საქართველოს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, სოციალური პრობლემები და მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის დაბა-ლი ტემპით ზრდა, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, საქართვე-ლოს მიერ რამოდენიმე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ინდექსში მაღალი ადგილების დაკავება აშკარად ქმნის გარკვეულ დაბნეულობას და ხშირად გამოიხატება მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ ამ ინდექსებისადმი დაბალ ნდობაში. ჩვენი ყურადღება ამჯერად შეჩერდება სამ მნიშვნელოვან იდექსზე: 1. ბიზნესის კეთების სიმარტივე 2. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 3. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი

5 ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსს ამუშავებს საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი შემადგენელი სტრუქტურა. აღნიშნული ინდექსი ძირითადად ორიენტირებულია პოტენციურ ინვესტორებზე, რათა მათ შეექმნათ ნათელი წარმოდ-გენა სხვადასხვა ქვეყნებში ბიზნესის წარმოების პროცესზე. ინდექსი აგებულია ათი მაჩვენებლის საფუძველზე, რომლებსაც თანაბარი წონები აქვთ მინიჭებული. ეს მაჩვენებლებია: ბიზნესის დაწყება; სამშენებლო ლიცენზიების რაოდენობა; მუშაკთა დაქირავება; საკუთრების რეგისტრაცია; კრედიტის აღების შესაძლებლობა; ინვესტორთა დაცვა; გადასახადების გადახდა; საზღვრისპირა ვაჭრობა; კონტრაქტების შესრულება; ბიზნესის დახურვა. საქართველომ 2005 წლიდან დაწყებული საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია.

6 იმავე პერიოდში ინვესტიციების ზრდის გათვალისწინება ნათ-ლად მიანიშნებს, რომ ინდექსმა აშკარად სწორად აჩვენა საქარ-თველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, კერძოდ კი ლიბერალიზაცია, რომელმაც შეამცირა ადმინისტრაციული ბა-რიერები და ამდენად საქართველომ საბოლოო ჯამში საკმაოდ მაღალი ადგილები დაიკავა. ამავე პერიოდში საქართველომ, როგორც რეფორმატორმა სახელმწიფომ, მიიღო ძალიან მაღა-ლი შეფასება. საქართველოს ადგილები ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით:

7 ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გაანგარიშებას აწარმოებენ ისეთი ცნობილი ორგანიზაციები, როგორიცაა ჰერიტეჯის ფონდი და უოლსტრიტ ჟურნალი (Heritage Foundation & Wall Street Journal). ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ასევე აგებულია ათი თავისუფლების პრინციპზე: ბიზნესის; ვაჭრობის; ფისკალური;სამთავრობო დანახარჯები; მონეტარული; საინვესტიციო;ფინანსური; საკუთრების უფლებები; კორუფცია და სამუშაო ძალა. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

8 განვითარებადი ქვეყნები ზოგადად ხასიათდებიან: სიღატაკით ხანგრძლივი დროის მანძილზე, ეკონომიკური ზრდის არარსებობით, ადამიანის განვითარების ინდექსის დაბალი დონითა და ძალზე სუსტი ინფრასტრუქტურით. საერთაშორი-სო თანამშრომლობის პროგრამაში განვითარებადი ქვეყნების უამრავი კლასიფიკა-ცია გამოიყენება. საინტერესოა რეიტინგის მეთოდოლოგია, რომელიც საერთო ჯამში 111 მონაცემს აერთიანებს კონკურენტუნარიანობის 12 ძირითად მახასია-თებელში. ყურადღება გავამახვილოთ კონკურენტუნარიანობის 12 ძირითად მახა-სიათებელზე, მასში შემავალ ინდიკატორებზე და მათ მიმართებას საქართველოს ეკონომიკასთან: 1. ინსტიტუტები – 69-ე ადგილი 2. ინფრასტრუქტურა – 73-ე ადგილი 3. მაკროეკონომიკური გარემო – 130-ე ადგილი 4. ჯანმრთელობა და დაწყებითი განათლება – 73-ე ადგილი 5. უმაღლესი განათლება და პროფესიული მომზადება – 90-ე ადგილი

9 6. საქონლისა და მომსახურების ბაზრის ეფექტიანობა – 64-ე ადგილი
7. შრომის ბაზრის ეფექტიანობა – 31-ე ადგილი 8. ფინანსური ბაზრის განვითარებულობა – 108-ე ადგილი 9. ტექნოლოგიური განვითარების დონე – 98-ე ადგილი 10. ადგილობრივი ბაზრის მასშტაბები – 107-ე ადგილი 11. ბიზნესის კონკურენტუნარიანობა – 111-ე ადგილი 12. ინოვაციები – 125-ე ადგილი

10 სახელმწიფოების შედარებითი მაჩვენებლები წამყვანი ეკონომიკური
ინდექსების (საერთაშორისო) მიხედვით:

11 განვითარების კუთხით თანამშრომლობის პირობებში ინდუსტრი-ულმა ქვეყნებმა თავიანთი საქმიანობა უნდა შეუსაბამონ დასახულ მიზნებს. თუ დასაწყისში მათ მიერ განვითარებადი ქვეყნებისათვის ჰუმანიტარული დახმარება, როგორც ჰუმანური მიზანი, წინა პლან-ზე იდგა, ამჟამად ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ეკონომიკური მიზანი. გაერომ 2000 წელს დასახა განვითარების მიზნები 2015 წლამდე ნაწილობრივ რაციონალური ფორმით: 1. ექსტრემალური სიღატაკის და შიმშილის დაძლევა (იმ ადამიანთა რაოდენობის განახევრება, რომელთა შემოსავალი დღეში ერთ დოლარზე ნაკლებია); 2. დაწყებითი სასკოლო საყოველთაო განათლების განხორციელება; 3. ქალისა და მამაკაცის თანაბარ პირობებში ჩაყენებისათვის ხელშეწყობა; 4. ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება, დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება, დაავადებებთან ბრძოლა (შიდსი, მალარია და სხვა); 5. ეკოლოგიური მდგრადობის განმტკიცება; 6. საყოველთაო პარტნიორობის დამკვიდრება (აღმშენებლობა).

12 განვითარებისადმი სწრაფვამ ბოლო ათწლეულებში განვითარებადი ქვეყნები მიიყვანა დიდ საგარეო ვალამდე. ისინი დღესდღეობით იძულებული არიან ექსპორტით მიღებული შემოსავლების დიდი ნაწილი გაიღონ ვალების დასაფარავად, რესურსები, რომლებიც აკლიათ საკუთარი განვითარებისათვის. საგარეო ვალი ბევრი ქვეყნისათვის გახდა განვითარების შემაფერხებელი: 1. კრედიტები გამოიყენება სამომხმარებლო და არა საინვესტიციო მიზნებისათვის; 2. ექსპორტის გზით მიღებული შემოსავლები განვითარებად ქვეყნებში ბოლო 30 წელიწადში 50%-ზე მეტით შემცირდა, ასე რომ ვალების მომსახურებისათვის მათ არ გააჩნიათ საკმარისი ვალუტა; 3. განსაკუთრებით 80-იან წლებში გადასახდელი პროცენტები ძალიან მაღალი იყო.

13 ვალების პრობლემის გადასაჭრელად (ზედმეტი ვალები, უცხოური კრედიტების გასტუმრების უუნარობა) უამრავი შესაძლებლობა არსებობს: � ვალების კონვერსია, � ვალების გარდაქმნა, � დადგენილება ვალების შესახებ, � ექსპორტის უნარის ამაღლება, � პირდაპირი ინვესტიციების ზრდა.

14 მსოფლიო ბანკი 1996 წელს გამოვიდა ინიციატივით 40-ზე მეტ დაბალი შემოსავლის მქონე ძალზე დიდი დავალიანების განვითარებადი ქვეყნების ვალების შესამცირებლად, რომელშიც სოციალური ასპექტებიცაა გათვალისწინებული. ასეთი ქვეყნები იღებენ შესაძლებლობას შეამცირონ თავიანთი ვალები ,,ასატან” დო-ნემდე. მიზანი მიღწეული იქნება, თუ მთლიანი დავალიანება არ იქნება ორჯერ მეტი, ვალების დაფარვა 25%-ზე მეტი წლიური საექსპორტო შემოსავლებიდან. ამის წინაპირობა არის ის, რომ აღნიშნული ქვეყნები გაატარებენ არა მარტო ეკონომიკურ რეფორმებს, არამედ აგრეთვე სოციალურსაც, რომელთა მიზანი იქნება მდგომარეობის გაუმჯობესება ჯანმრთელობის და განათლების სფეროში. ,,დიდი რვიანის სახელმწიფოების” კიოლნის უმაღლესი დონის შეხვედრაზე ფედერალურმა ხელისუფლებამ მაღალი დავალიანების მქონე ღარიბი ქვეყნებისათვის ვალების ჩამოწერის გაფართოებისა და დაჩქარების შესახებ წამოაყენა წინადადება, რომელიც მიღებულ იქნა 1999 წლის შემოდგომაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წლიურ სხდომაზე. ვალების ჩამოწერა ეხება ქვეყნებს, რომლებიც მსოფლიო ბანკში კრედიტებს მხოლოდ ხელსაყრელ პირობებში იღებენ და იმ ვალების ოდენობას გამოავლენენ, რომელიც ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალზე 150%-ით მეტია ან სახელმწიფო შემოსავლებზე 250%-ით მეტს შეადგენს. ამ ქვეყნებს უუქმდებათ ყველა ვალი, რომელიც ორივე ზემოთ დასახელებულ პირობაზე მეტია. აქედან საშუალოდ იმას ელიან, რომ ვალებიდან გათავისუფლების შემდეგ ეს ქვეყნები ექსპორტიდან მიღებული მოგების მხოლოდ 10%-ზე ნაკლებს გაიღებენ ვალების გასტუმრებისათვის. გათავისუფლებული ვალების მთლიანი ოდენობა 70 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ამ წამოწყების უზენაესი მიზანი სიღატაკის დაძლევაა, ამიტომ ყველა გამოთავისუფლებული საშუალება სიღატაკის დაძლევას უნდა მოხმარდეს.

15 დასკვნა განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის არსებითი მიზეზია მისადმი უცხო ქვეყნების დამოკიდებულება, რომლებიც ქვეყნის აღმავლობაში კი არ არიან დაინტერესებული, არამედ, პირიქით, ქმნიან ხელოვნურ ბარიერებს ქვეყნის ეკონომიკური დაკაბალებისა და ეკონომიკური ზრდის არსებული რეზერვების ნეიტრალიზაციისათვის.

16 madlobT yuradRebisTvis


Download ppt "ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობა მოდული „ფინანსები და."

Similar presentations


Ads by Google