Presentation is loading. Please wait.

Presentation is loading. Please wait.

ნარჩენების მართვა სოფიო ხიჯაკაძე.

Similar presentations


Presentation on theme: "ნარჩენების მართვა სოფიო ხიჯაკაძე."— Presentation transcript:

1 ნარჩენების მართვა სოფიო ხიჯაკაძე

2 ნარჩენების და ქიმიური ნარჩენების მართვა რეგულირდება შემდეგი კანონებით:
"საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა "გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ" "საშიშ ქიმიურ ნივთიერებათა შესახებ" "პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ"და იმპორტის შესახებ„ "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება მყარი საყოფაცხოვრებო პოლიგონების მოწყობისა და ექსპლუატაციის სანიტარიული წესებისა და ნორმების შესახებ" სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ბაზელის კონვენცია `სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ"

3 სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ ბაზელის კონვენციის პროცედურების შესაბამისად განხორციელებული საქმიანობა სამინისტროსთან შეთანხმებით ბაზელის კონვენციის პროცედურებით კომპანია BP-დან გერმანიასა და ნიდერლანდებში ექსპორტირებულია სხვადასხვა კლასის სახიფათო ნარჩენები. ამჟამად ექსპორტირებული სახიფათო ნარჩენების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 700 ტონას, ხოლო 2008 წლის ოქტომბრის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით ტონა სახიფათო ნარჩენების ექსპორტი საქართველოდან. გერმანული გადამამუშავებელი კომპანიის "SUD- MULL"-ის მიერ დაიგეგმა კრწანისის სამხედრო ბაზის ტერიტორიიდან სხვადასხვა კლასის სახიფათო ნარჩენების ექსპორტი (5 000 კგ) გერმანიაში.

4 არასახიფათო ნარჩენების ახალი ევროსტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტი
სამინისტროს, ბი-პის, ქვემო-ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, ქ. რუსთავის და გარდაბნის რაიონის თვითმართველი ორგანოების ურთიერთშეთანხმებით გადაწყვეტილია ბი-პის დაფინანსებით აშენდეს ახალი არასახიფათო ნარჩენების (საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისად. ამ მიზნით ბი-პის მიერ უკვე შეძენილია 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სოფ. ახალ სამგორთან. 7.3 ჰექტარი ამ მიწის ნაკვეთიდან განკუთვნილია რუსთავისა და გარდაბნის რეგიონალური ნაგავსაყრელისათვის, ხოლო 2.7 ჰექტარი - ბი-პის ნაგავსაყრელისათვის. ეს იქნება პირველი ევროსტანდარტის ნაგავსაყრელი საქართველოში და ამიტომ მისი გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და დაპროექტებისათვის მოწვეული იქნა ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია გოლდერი, რომელმაც უკვე წარმოადგინა ნაგავსაყრელის კონცეპტუალური პროექტი და ასრულებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნას.

5 ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის პარალელურად, ბი-პის დაგეგმილი აქვს ტექნიკური დახმარების გაწევა რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებისათვის, რაც მოიცავს თანამედროვე ტიპის ნაგვის მანქანების და კონტეინერებს შეძენას, ხელშეწყობას თანამედროვე სტილის ნარჩენების მართვის სისტემას დანერგვაში და ა.შ.

6 შემუშავდა და სამინისტროებთან შეთანხმდა "სტოკჰოლმის კონვენციის მოთხოვნების შესრულების მიზნით საქართველოში მდგრადი ორგანული დამბინძურებლების (POPs) შესახებ" ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას. სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ საფუძველს უყრის მოდ-ების საერთაშორისო რეგულირებას. საქართველომ ხელი მოაწერა სტოკჰოლმის კონვენციას 2003 წლის 23 მაისს და საქართველოს პარლამენტმა კონვენციის რატიფიცირება მახდინა 2006 წლის 11 აპრილს. სტოკჰოლმის კონვენციის მიზანია, მიიღოს ზომები მოდ-ების პირდაპირი და ირიბი გზით წარმოებისა და მოხმარების, ისევე როგორც არსებული საწყობებისა და ნარჩენებიდან მათი გამოფრქვევის შემცირების ან სრული აღკვეთისათვის.

7 ეროვნული სამოქმედო გეგმის (ესგ) პროექტი მოიცავს ქვეყანაში მოდ- ების შესახებ არსებულ ინფორმაციას და წლებში შესაბამისად დაგეგმილ და განსახორციელებელ ღონისძიებებს. გეგმა მრავლისმომცველი სტრატეგიული დოკუმენტია. მისი მიზანია შეიმუშაოს და გააუმჯობესოს მოდ-ების მართვის მაქსიმალურად ეფექტური სტრატეგია ადამიანების ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის უზრუნველმყოფი მდგრადი პოლიტიკის განხორციელების მეშვეობით. მოდ-ებთან მიმართებაში ეროვნული მიზნებია: - შემუშავდეს და განხორციელდეს ინტეგრირებული საკანონმდებლო ჩარჩოები და ინსტიტუციური სიტემა, ბიზნესის მხარდამჭერი გეგმის ჩათვლით, რათა შემცირდეს და თავიდან არიდებულ-იქნას მოდ-ების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. - კონვენციის და სხვა საერთაშორისო მოლაპარაკებების შესაბამისად უზრუნველყოფილი უნდა იქნას მოდ-ებით დაბინძურების მნიშვნელოვნად შემცირება; - მოდ-ების ახალი წყაროების შექმნის თავიდან ასაცილებლად უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს ეროვნული და გლობალური დონის ღონისძიებები.

8 ბაზელის კონვენცია - "სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 მაისის #232 ბრძანებულების თანახმად, საქართველო შეუერთდა წელს ქ. ბაზელში ხელმოწერილ კონვენციას "სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებისა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ". საქართველოში ბაზელის კონვენციის სახელმწიფო კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუსების სამინისტრო. კონვენციის სამდივნოს დროულად და ხარისხიანად წარედგინება წლიური ანგარიშები, ქვეყანაში შემოსული და მის ტერიტორიაზე გავლილი ნარჩენების სახეობებისა და რაოდენობის შესახებ, რაც კონვენციის მხარეთა მიერ შესრულების ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს.

9 სტოკჰოლმის კონვენცია - "მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების (POPs-ს) შესახებ"

10 როტერდამის კონვენცია - "ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარდასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ’’-მიღებულ იქნა ქ. როტერდამში 1998 წლის 1 სექტემბერს. ძალაში შევიდა წლის 24 თებერვალს. აღნიშნული კონვენცია არეგულირებს ზოგიერთი საშიში ქიმიური ნივთიერებების საერთაშორისო ვაჭრობის ნორმებს და პროცედურებს. კონვენცია მოიცავს 27 საშიშ ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან 22 პესტიციდია, ხოლო 5 სამრეწველო ქიმიური ნივთიერება. ასევე განხილვის პროცესშია კონვენციის რეგულირების სფეროში 7 ქიმიური ნივთიერების შეტანის საკითხი.

11 მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს ქიმიური პროფილის და სტრატეგიული მიდგომების შემუშავების მიზნით.
განხორციელდა ნარჩენების ინვენტარიზაცია გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით "მხარდაჭერა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის გარემოს დაცვითი დაგეგმვის ჩარჩოების გაუმჯობესებაში’’.ინვენტარიზაცია განხორციელდა ნარჩენთა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: საყოფაცხოვრებო ნარჩენები; სამრეწველო ნარჩენები; სამედიცინო ნარჩენები; ბიოლოგიური ნარჩენები.

12 სამედიცინო ნარჩენები

13 სამრეწველო ნარჩენები

14 საყოფაცხოვრებო ნარჩენები

15 ბიოლოგიური ნარჩენები

16 კახეთის რეგიონში ვადაგასული პესტიციდების რისკ-ფაქტორების შემცირების პროექტი
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჰოლანდიის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს ვადაგასული პესტიციდების შეგროვებას, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად შეფუთვას და მის უსაფრთხო განთავსებას ამ მიზნით აშენებულ სპეციალურ საწყობში. პრაქტიკული სამუშაოები დაწყებულია და უნდა შეგროვდეს, შეიფუთოს და განთავსდეს სავარაუდოდ 350 ტონა ვადაგასული და ხმარებისთვის უვარგისი პესტიციდები.

17 გმადლობთ ყურადღებისთვის!


Download ppt "ნარჩენების მართვა სოფიო ხიჯაკაძე."

Similar presentations


Ads by Google