Presentation is loading. Please wait.

Presentation is loading. Please wait.

ყვავილი. ყვავილი მცენარის გენერაციული ორგანოა. წარმოადგენს სახეცვლილ, შემოკლებულ ყლორტს. ყვავილის ორგანოები სახეცვლილი ფოთლებია, რომელთა ნაწილი გადაიქცა.

Similar presentations


Presentation on theme: "ყვავილი. ყვავილი მცენარის გენერაციული ორგანოა. წარმოადგენს სახეცვლილ, შემოკლებულ ყლორტს. ყვავილის ორგანოები სახეცვლილი ფოთლებია, რომელთა ნაწილი გადაიქცა."— Presentation transcript:

1 ყვავილი

2 ყვავილი მცენარის გენერაციული ორგანოა. წარმოადგენს სახეცვლილ, შემოკლებულ ყლორტს. ყვავილის ორგანოები სახეცვლილი ფოთლებია, რომელთა ნაწილი გადაიქცა სპორების წარმომშობ ორგანოდ, ნაწილი კი დარჩა სტერილურ მფარავ ფოთლებად. სპორების წარმომშობი ფოთლები ორი სახისაა : მიკროსპოროფილები, რომელთაც ყვავილოვან მცენარეებში ეწოდებათ მტვრიანები და მეგასპოროფილები - ნაყოფფოთლები. ჩვეულებრივ, ნაყოფფოთლები ერთმანეთს შეეზრდებიან და ქმნიან დახურულ კამერას, რომელშიც თესლი ვითარდება ( აქედან სახელწოდება - ფარულთესლოვნები ).

3 ყვავილი ყლორტზე მოთავსებულია ყუნწით ან მის გარეშე ( მჯდომარე ). ყვავილის ყველა ნაწილი განლაგებულია ყვავილის შემოკლებულ ღეროზე, რომელსაც ეწოდება ყვავილსაჯდომი. ჯამის ფოთოლაკები (Calix ) თითქმის ყოველთვის მწვანეა, იშვიათად შეფერადებული. გვირგვინის ფურცლები (Corolla ), როგორც წესი, ფერადია. ორივე შეიძლება იყოს ფურცლებგანცალკევებული ან შეზრდილი. ჯამის ფოთოლაკები და გვირგვინის ფურლები ერთად ქმნიან ყვავილსაფარს.

4 ყვავილსაფარი შეიძლება იყოს : მარტივი, თუ ყვავილს არ აქვს ან ჯამი ან გვირგვინი. გვირგვინისებური ყვავილსაფარი აქვს შროშანას, ტიტას. ჯამისებური ყვავილსაფარი ახასიათებთ მარცვლოვნებს, მუხას, არყს. ორმაგი. ყვავილსაფარში არის ჯამიც და გვირგვინიც. შიშველი, უსაფარო, თუ ყვავილს საერთოდ არ გააჩნია ყვავილსაფარი.

5 ყვავილში მტვრიანების ერთობლიობას ეწოდება ანდროცეუმი, ნაყოფფოთლების ერთობლიობას კი გინეცეუმი. თუ ყვავილში წარმოდგენილია ყველა ორგანო, მას ეწოდება სრული. ერთ - ერთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში ყვავილს ეწოდება არასრული. როგორც სრულ, ასევე არასრულ ყვავილებში ხშირად არის წარმოდგენილი სანექტრეები. ისინი შეიძლება იყვნენ როგორც ცალკე ორგანო ან გაბნეული ჯირკვლოვანი ქსოვილის სახით ყვავილის სხვადასხვა ნაწილში.

6 ანდროცეუმი. ფარულთესლოვანთა მიკროსპორებს ეწოდებათ მტვრის მარცვლები, მიკროსპოროფილს მტვრიანა, ხოლო მიკროსპორანგიუმს - სამტვრე პარკი. მტვრიანა შედგება მტვრიანის ძაფისა და სამტვრე პარკისაგან. მტვრიანას ძაფი შეიძლება იყოს განსხვავებული ზომისა და ფორმის. სამტვრე პარკი უმეტეს შემთხვევაში ოთხბუდიანია და სამტვრე ძაფის ორივე მხარესაა განლაგებული. სამტვრე პარკი იკვებება ერთი კონით, რომელიც ცენტრში სამტვრე ბუდეებს შორის მდებარეობს და ეწოდება შემაერთი კონა.

7 გინეცეუმი. გინეცეუმი შედგება ნაყოფფოთლებისაგან. მათი რაოდენობა სხვადასხვა მცენარეში განსვავებულია. ნაყოფის ფოთლების შეზრდით ხდება ბუტკოს წარმოშობა. ბუტკო შედგება სამი ნაწილისაგან : ნასკვი, სვეტი და დინგისაგან.

8 სვეტის ძირითადი ფუნქცია არის გაატაროს სამტვრე მილი ნასკვისაკენ. ბუტკო შეიძლება იყოს ერთსვეტიანი ან მრავალსვეტიანი, იმის და მიხედვით თუ რამდენი ნაყოფფოთლის შეზრდა ხდება. დინგი შეიძლება იყოს მთლიანი ან დანაწევრებული. დინგის ქსოვილი სეკრეტორულია. ის გამოყოფს მტვრის საკვებ ნივთიერებას. ნასკვი ბუტკოს უმთავრესი ნაწილია. მის შიდა ზედაპირზე ხდება თესლკვირტების წარმოშობა, რომელთაგანაც განაყოფიერების შემდეგ თესლი წარმოიშობა.

9 ნასკვი შეიძლება იყოს ერთ - ან მრავალბუდიანი. ბუდეთა რიცხვი ემთხვევა ნაყოფფოთლების რაოდენობას. მდებარეობის მიხედვით ნასკვი შეიძლება იყოს ქვედა ან ზედა.

10 ნაყოფფოთოლზე ყალიბდება თესლკვირტი. მიმაგრების ადგილს ეწოდება პლაცენტა. სავსებით განვითარებულ თესლკვირტს გააჩნია : ფუნიკულისი ანუ თესლკვირტის ყუნწი, ნუცელუსი - ცენტრალური ნაწილი, სადაც ხდება მეგასპორის ჩამოყალიბება და განაყოფიერება, ინტეგუმენტები - თესლკვირტის საფარველები, მიკროპილე ანუ მტვერსავალი და ხალაზა - თესლკვირტის ფუძე.

11 სიმეტრიის მიხედვით არჩევენ ყვავილის ორ ტიპს : სიმეტრიულს და ასიმეტრიულს. სიმეტრიული ყვავილები არსებობენ აქტინომორფული და ზიგომორფული. აქტინომორფული ანუ სწორი ყვავილია, თუ მას გააჩნია რადიალური სიმეტრია ( სიბრტყეზე რადიალურად ბევრჯერ იყოფა ორ ნაწილად ) - ვაშლი, კომში, შროშანი და სხვ. ზიგომორფული ანუ არასწორი, თუ აქვს მონოსიმეტრიული აგებულება.

12 ორსქესიანი ანუ ჰერმაფროდიტული - თუ გააჩნია მტვრიანებიც და ბუტკოც ( ხორბალი, მზესუმზირა და სხვ.) ერთსქესიანი - თუ გააჩნია მხოლოდ მტვრიანები ან მხოლოდ ბუტკო ( სიმინდი, კაკალი, ტირიფი, კიტრი და სხვ.).

13 მცენარე ერთსქესიანი ყვავილებით შეიძლება იყოს ერთსახლიანი - თუ ერთ მცენარეზე განვითარებულია მდედრობითი და მამრობითი ყვავილები ( კაკალი, სიმინდი და სხვ.) ან ორსახლიანი - თუ მდედრობითი და მამრობითი ყვავილები სხვადასხვა ეგზემპლარზეა ( ტირიფი, ვერხვი, ისპანახი და სხვ.). მრავალსახლიან ანუ პოლიგამურ ტიპს განეკუთვნებიან მცენარეები, რომელთაც სხვადასხვა ეგზემპლარზე ერთსქესიანი ყვავილების სხვადასხვა განლაგება აქვთ. ერთი სახეობის ფარგლებში ერთ შემთხვევაში გვხვდება მამრობითი, მდედრობითი ან ორსქესიანი ყვავილები და ბოლოს, ერთ მცენარეზე გვხვდება ყველა ტიპის ყვავილი ( ნეკერჩხალი, თუთა, ლეღვი და სხვ.)

14 ყვავილის სქესიანობას აღნიშნავენ ♀ - მდედრობითი, ♂ - მამრობითი, - ორქესიანი. ყვავილის ორგანოები შეიძლება იყო განლაგებული სპირალურად, წრიულად ანუ ციკლურად და ნახევრადციკლურად. უმრავლესობაში გვხვდება წრიული განლაგება. ძირითადად 4-5 რგოლია. ყვავილსაფრის ორი წრე და ორი ან სამი წრე მტვრიანებისა და ბუტკოსი. ფართოდ გავრცელებულია ყვავილის ნაწილების სხვადასხვა სახის შეზრდა. უმრავლეს შემთხვევაში ორლებნიანებში ყვავილის ნაწილები 2- ის ან 5- ის ჯერადია, ერთლებნიანებში კი 3- ის ჯერადი.

15 ყვავილის ფორმულა და დიაგრამა. მიღებულია ყვავილის აღწერა ფორმულისა და დიაგრამის საშუალებით. ფორმულის შედგენის დროს გამოიყენება სათანადო აღნიშვნები : Ca (Calix) - ჯამის ფოთოლაკები Co (Corolla) - გვირგვინის ფურცლები G (Gyneceum) - გინეცეუმი A (Androceum) - ანდროცეუმი P (Perigonium) - პერიგონიუმი, მარტივი ან ორმაგი ყვავილსაფარი * ან ⊕ - აქტინომორფული ყვავილი ∙|∙ ან ↑ - ზიგომორფული ყვავილი ყოველ ნიშანს გვერდით ეწერება შესაბამისი რიცხვი. თუ ნაწილები შეზრდილია, რიცხვი ჩაისმება ფრჩხილებში, თუ ნასკვი ქვედაა აღინიშნება, თუ ზედა G. როდესაც რომელიმე ნაწილის რიცხვი აღემატება 12- ს, ისმება ნიშანი ∞. მაგალითად ვაშლის ყვავილის ფორმულა იქნება *Са(5)Со5А∞G(5), ბარდის - ↑Са(5)Со3+(2)А(9),1G1.

16 დიაგრამა სქემატურად გამოსახული ყვავილია და ამ შემთხვევაშიც ყოველ ცალკეულ ნაწილს თავისი აღნიშვნა აქვს :

17 ყვავილედი. ყვავილი მცენარეზე განლაგებულია ცალკეულად ან ჯგუფურად. ყვავილების ჯგუფს ყვავილედი ეწოდება. ყვავილედი განსაკუთრებული ტიპის ყლორტია, რომელზეც ფოთლების ნაცვლად ყვავილებია განლაგებული. დატოტვის მიხედვით არჩევენ ორი ტიპის ყვავილედს : რაცემოზულ ანუ ბოტრიულს ( მონოპოდიურს ) და ციმოზურს ( სიმპოდიურს ). ბოტრიულ ყვავილედს ახასიათებს განუსაზღვრელი ზრდა და ხშირად განუსაზღვრელ ყვავილედს უწოდებენ. ციმოზურის ზრდა შეზღუდულია და მას განსაზღვრულ ყვავილედს უწოდებენ.

18 ბოტრიული ყვავილედები არიან მარტივი და რთული. მარტივი ყვავილედები არ იტოტებიან და ყვავილები განლაგებული არიან მთავარ ღერძზე. რთულ ბოტრიულ ყვავილედებს გააჩნიათ გვერდითი განშტოებები ყვავილებით. მარტივი ბოტრიული ყვავილებია : მტევანი, თავთავი, ხორცოვანი თავთავი, მჭადა, ფარი, მარტივი ქოლგა, თავაკი, კალათა.

19 რთული ბოტრიული ყვავილებია : რთული მტევანი ანუ საგველა, რთული თავაკი, რთული ქოლგა, რთული ფარი.

20 ციმოზურ ყვავილედებს განეკუთვნება სიმპოდიურად და ცრუდიქოტომიურად დატოტილი ყვავილედები. არჩევენ სამ ტიპს : მონოხაზიუმი - ხვეულა და კლაკნია, დიხაზიუმი და პლეიოხაზიუმი.

21 არსებობენ ასევე აგრეგატული რთული ყვავილედები, როდესაც ერთ ყვავილედში წარმოდგენილია სხვადასხვა სახის ყვევილედები. მაგ. ათასფურცელას ყვავილედი არის კალათა ყვავილედები შეკრული ფარად.


Download ppt "ყვავილი. ყვავილი მცენარის გენერაციული ორგანოა. წარმოადგენს სახეცვლილ, შემოკლებულ ყლორტს. ყვავილის ორგანოები სახეცვლილი ფოთლებია, რომელთა ნაწილი გადაიქცა."

Similar presentations


Ads by Google